კაირი ირვინგის 31 ქულა და "ბოსტონმა" ზაზა ფაჩულიას "დეტროიტს" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
31 ოქტომბერს ზაზა ფაჩულიას "დეტროიტმა" NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი მატჩი სტუმრად "ბოსტონთან" გამართა და ანგარიშით 108:105 დამარცხდა.

ქართველი ცენტრი მოედანზე სათადარიგო სკამიდან შევიდა და საბოლოო ჯამში პარკეტზე 16:45 წუთი გაატარა.

ამ ხნის განმავლობაში მან 5 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ზაზამ 3-დან 1 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

ზაზა ფაჩულიას მომენტები ბოსტონთან მატჩში

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 31 ქულა "სელტიქსის" ლიდერმა კაირი ირვინგმა ჩააგდო, რომელმაც თავის მონაგარს
5 მოხსნა და 5 პასიც მიუმატა. ჯეისონ ტატუმმა 16 ქულა მიითვალა.

"პისტონსს" ბლეიკ გრიფინმა და ანდრე დრამონდმა ულიდერეს. გრიფინმა 24 ქულა და 15 მოხსნა მოაგროვა, ხოლო დრამონდმა - 17 ქულა და 12 მოხსნა.

ბოსტონი - დეტროიტი 108:105

წარმატებული სტარტის შემდეგ, სადაც "პისტონსმა" ზედიზედ 4 მატჩი მოიგო, "ბოსტონთან" მარცხი მათთვის რეგულარულში ზედიზედ მეორე გამოდგა. ამ მაჩვენებლით "დეტროიტი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებს, ხოლო "ბოსტონი" მესამეზეა.

მომდევნო შეხვედრას ზაზა ფაჩულიას გუნდი პირველ ნოემბერს, სტუმრად "ბრუკლინთან",  ჩვენი დროით 03:30 საათზე გამართავს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

ჰიუსტონი-პორტლენდი 85:104
მემფისი-ვაშინგტონი 107:95
ოკლაჰომა-ლეიკერსი 128:110
ტორონტო-ფილადელფია 129:112
შარლოტი-მაიამი 125:113
კლივლენდი-ატლანტა 136:114
ორლანდო-საკრამენტო 99:107

altზაზა ფაჩულია ყოფილ თანაგუნდელებს: თქვენ თამაშს კლავთ

მკითხველის კომენტარები / 1 /
დეტროიტში რომ სათადარიგო იქნები რა ...
,, ანზორი
16:19 31-10-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული