ზაზა ფაჩულიამ "ბრუკლინს" 12 წუთში 9 ქულა ჩაუგდო, თუმცა... [VIDEO]

AutoSharing Option
პირველ ნოემბერს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას "დეტროიტმა" NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი მატჩი ამჯერად სტუმრად "ბრუკლინთან" გამართა და ოვერტაიმში ანგარიშით 119:120 დამარცხდა.

ზაზა ფაჩულია თამაშში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე სულ 12:45 წუთი გაატარა, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში გუნდს 9 ქულითა და 3 პასით დაეხმარა. ზაზამ 5-დან 3 ორქულიანი ჩააგდო და სამიდან სამივე საჯარიმო.


სამწუხაროდ, ეს მარცხი "პისტონსისთვის" ზედიზედ მესამე გამოდგა.

აღსანიშნავია ანდრე დრამონდის გარჯა, რომელმაც 24 ქულას 23 (!) მოხსნა მიამატა და ამ მაჩვენებლით
ბადალი არ ჰყავდა ორივე გუნდის შემადგენლობაში.

ბლეიკ გრიფინმა 25 ქულას მოუყარა თავი, რასაც 4 პასი და 9 მოხსნა მიუმატა.


"დეტროიტი" ამ მარცხის შემდეგ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილამდე დაქვეითდა. ზაზა ფაჩულიას გუნდი მომდევნო მატჩს 3 ნოემბერს, სტუმრად "ფილადელფიასთან", ჩვენი დროით 21:00 საათზე გამართავს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

გოლდენ სტეიტი-ნიუ ორლეანი 131:121
ლეიკერსი-დალასი 114:113
ფინიქსი-სან ანტონიო 90:120
ჩიკაგო-დენვერი 107:108
მინესოტა-იუტა 128:125
ნიუ იორკი-ინდიანა 101:107

altფაჩულიას თანაგუნდელი: ზაზა მთელი გულით მეზიზღებოდა

მკითხველის კომენტარები / 1 /
...თანაც ზაზა ისევ საუკეთესო იყო ორივე გუნდში +/--ებით (+14)!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული