ზაზა ფაჩულიას "დეტროიტ პისტონსი" სტუმრად "ფილადელფიასთან" 99:109 დამარცხდა.
ფაჩულიამ 16 წუთში 9 ქულა ჩააგდო (4-დან 3 ორქულიანი, 4-დან 3 საჯარიმო), სამჯერ მოხსნა, ერთხელ ჩაჭრა ბურთი, 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და 5 პერსონალური მიიღო.
ფილადელფიელმა ჯოელ ემბიდმა 39 ქულა და 17 მოხსნა მიითვალა, ხოლო დეტროიტელმა ბლეიკ გრიფინმა 38 ქულა და 13 მოხსნა.
"დეტროიტ პისტონსი" 4 მოგებით აღმოსვლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა და 6 ნოემბერს "მაიამი ჰითს" შეხვდება.