ზაზა ფაჩულიას უშედეგო თამაში - "დეტროიტი" ზედიზედ მეხუთედ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ექვს ნოემბერს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას "დეტროიტმა" NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი მატჩი ამჯერად სახლში, "მაიმისთან" გამართა და ოვერტაიმში ანგარიშით 115:120 დამარცხდა.

ზაზა ფაჩულია თამაშში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო, პარკეტზე სულ 8:56 წუთი გაატარა და ამ პერიოდის განმავლობაში არც ქულა, არც პასი და არც მოხსნა არ ჰქონია.

სამწუხაროდ, ეს მარცხი "პისტონსისთვის" ზედიზედ მეხუთე გამოდგა.

"დეტროიტის" რიგებში საუკეთესოები რეჯი ჯექსონი და ანდრე დრამონდი იყვნენ, რომლებმაც 25-25 ქულა მიითვალეს, ბლეიკ გრიფინმა კი 24 ქულა ჩააგდო, რასაც 7 პასი და 15 მოხსნა დაუმატა.

"დეტროიტი" ამ მარცხის
შემდეგ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილამდე დაქვეითდა. ზაზა ფაჩულიას გუნდი მომდევნო მატჩს 8 ნოემბერს, სტუმრად "ორლანდო მეჯიქთან", ჩვენი დროით 04:00 საათზე გამართავს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

ინდიანა პეისერსი - ჰიუსტონ როკეტსი 94:98
ორლანდო მეჯიქი - კლივლენდ კავალიერსი 102:100
ნიუ იორკ ნიქსი - ჩიკაგო ბულსი 115:116
ოკლაჰომა - ნიუ ორლეანსი 122:116
დენვერი - ბოსტონი 115:107
იუტა ჯაზი - ტორონტო რაპტორსი 111:124
გოლდენ სტეიტი - მემფისი 117:101
ლოს ანჯელეს კლიპერსი - მინესოტა 120:109

altზაზა ფაჩულიამ "ფილადელფიას" 9 ქულა ჩაუგდო [VIDEO]

altზაზა ფაჩულიამ "ბრუკლინს" 12 წუთში 9 ქულა ჩაუგდო, თუმცა... [VIDEO]

altფაჩულიას თანაგუნდელი: ზაზა მთელი გულით მეზიზღებოდა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული