ზაზა ფაჩულიამ 2 ქულა ჩააგდო, "დეტროიტმა" მოგება გაიხსენა [VIDEO]

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას "დეტროიტ პისტონსი" სტუმრად "ორლანდო მეჯიქს" ეწვია და 103:96 დაამარცხა.

ქართველმა ცენტრმა 12:52 წუთში 2 ქულას (2-დან  2 საჯარიმო) და 5 მოხსნას მოუყარა თავი.

დეტროიტელთაგან საუკეთესო ანდრე დრამონდი იყო, რომელმაც 23 ქულა, 2 პასი და 19 მოხსნა დააგროვა, მასპინძელთა შორის კი საუკეთესო შედეგი ივან ფურნიეს ჰქონდა, რომელმაც 31 წუთში 27 ქულა ჩააგდო, რასაც 3 პასი და 5 მოხსნაც დაუმატა.

ზედიზედ ხუთი მარცხის შემდეგ "პისტონსმა" პირველად გაიმარჯვა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 პოზიციაზეა.

"დეტროიტი" შემდეგ შეხვედრას 10 ნოემბერს, ჩვენი დროით 04:30-ზე
ზაზა ფაჩულიას ყოფილ გუნდ "ატლანტასთან" გამართავს.

altზაზა ფაჩულიას უშედეგო თამაში - "დეტროიტი" ზედიზედ მეხუთედ დამარცხდა [VIDEO]

altჯოელ ემბიდი: ანდრე დრამონდი და ზაზა ფაჩულია ტრ**ზე მოვსვი

მკითხველის კომენტარები / 2 /
მოწინააღმდეგის ფარქვეშიდან უფრო ხშირად უნდა უტევდეს. მისთვის გამოყოფილ 12-14 წუთში 7 შეტევა მაინც უნდა გააკეთოს! მე ზაზას კალათბურთის თამაშს ვერ ვასწავლი, მაგრამ როგორც გულშემატკივარს ასე მეჩვენება!
aburjga
10:40 09-11-2018
0
ბოლო მეოთხედში თამაშის შემობრუნება ზაზას დამსახურებაა. ყველაფერი გააკეთა დაცვაში და კომენტატორი სულ ზაზას გაიძახდა, ძალიან დამაჯერებელი იყო. დრამონდს კი სამჯერ მიყოლებით ააცალეს ბურთი ხელებიდან
David
13:15 08-11-2018
1

სიახლეები პოპულარული