ქართველმა ცენტრმა 12:52 წუთში 2 ქულას (2-დან 2 საჯარიმო) და 5 მოხსნას მოუყარა თავი.
დეტროიტელთაგან საუკეთესო ანდრე დრამონდი იყო, რომელმაც 23 ქულა, 2 პასი და 19 მოხსნა დააგროვა, მასპინძელთა შორის კი საუკეთესო შედეგი ივან ფურნიეს ჰქონდა, რომელმაც 31 წუთში 27 ქულა ჩააგდო, რასაც 3 პასი და 5 მოხსნაც დაუმატა.
ზედიზედ ხუთი მარცხის შემდეგ "პისტონსმა" პირველად გაიმარჯვა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 პოზიციაზეა.
"დეტროიტი" შემდეგ შეხვედრას 10 ნოემბერს, ჩვენი დროით 04:30-ზე ზაზა ფაჩულიას ყოფილ გუნდ "ატლანტასთან" გამართავს.
ზაზა ფაჩულიას უშედეგო თამაში - "დეტროიტი" ზედიზედ მეხუთედ დამარცხდა [VIDEO]