ქართველი ცენტრი სათადარიგო იყო და მოედანზე გატარებულ 9 წუთში 2 ქულას და 5 მოხსნას მოუყარა თავი. მოედანზე საუკეთესოები კი სტუმართა გუნდის კალათბურთელები ჰენრი ვოქერი და ტონი პარკერი იყვნენ, რომლებმაც 24-24 ქულას მოუყარეს თავი.
დეტროიტელთაგან კი ანდრე დრამონდი გამოირჩა, რომელმაც 23 ქულას 3 პასი და 22 მოხსნა დაუმატა.
ამ მარცხის მიუხედავად, ქართველი კალათბურთელის გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მეშვიდე პოზიციას ინარჩუნებს და პლეი-ოფში მოსახვედრად იბრძვის.
"დეტროიტ პისტონსი" შემდეგ შეხვედრას "ტორონტოსთან" 15 ნოემბერს, თბილისის დროით 04:30 საათზე გამართავს.
4 ქულა და 6 მოხსნა - ზაზა ფაჩულიას "დეტროიტმა" "ატლანტა" დაამარცხა
ზაზა ფაჩულიამ 2 ქულა ჩააგდო, "დეტროიტმა" მოგება გაიხსენა [VIDEO]