შენგელიამ "გრან კანარიას" 16 ქულა ჩაუგდო და მატჩის MVP გახდა

AutoSharing Option
ლიგა ენდესას მე-9 ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" სახლში 91:76 დაამარცხა "გრან კანარია".

შენგელიამ 27:14 წუთში 16 ქულა ჩააგდო (10-დან 6 ორქულიანი, 1-დან 0 სამქულიანი, 5-დან 4 საჯარიმო), 5-ჯერ მოხსნა, ერთხელ ჩაჭრა, 4-ჯერ დაკარგა ბურთი, 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და 22-იანი კოეფიციენტით მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

შეხვედრის დაწყების წინ მას ოქტომბრის თვის ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელის პრიზი გადასცეს.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მეტ ჯენინგმა 26:36 წუთში 15 ქულა ჩააგდო.

"ბასკონია" 7 მოგებით მე-3 ადგილზეა და 25 ნოემბერს გასვლაზე "ობრადოიროს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩემი აზრით სისულელეა ყოველი მატჩის მერე ამხელა ხრონგის გადაცემა MVP-თვის. სად წაიღოს ეხლა ამდენი? მუზეუმი გახსნას? ისე ერთს თუ მაჩუქებს, არ ვეტყოდი უარს :დ
ქუთაისელი
10:10 20-11-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული