"დეტროიტმა" ბოლოადგილოსანი "კლივლენდი" დაამარცხა - ზაზა ფაჩულიამ 2 ქულა ჩააგდო

AutoSharing Option
გუშინ, გვიან ღამით, ზაზა ფაჩულიას "პისტონსმა" "კლივლენდი" 113:102 დაამარცხა.

ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 9:20 წუთი გაატარა და ამ ხნის განმავლობაში თავი 2 ქულას და 3 მოხსნას მოუყარა.

ყველაზე გამორჩეული მასპინძელთა კალათბურთელი ანდრე დრამონდი იყო, რომლის აქტივშიც 23 ქულა, 3 პასი და 16 მოხსნა ჩაიწერა.

"დეტროიტი" 24-ქულიანი უპირატესობით იგებდა, თუმცა ბოლო მეოთხედი 33:20 დათმო და საბოლოოდ 11-ქულიანი სხვაობით გაიმარჯვა.

ზაზა ფაჩულიას გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე პოზიციას იკავებს. რაც შეეხება "კლივლენდს", ლებრონ ჯეიმსის ყოფილი გუნდი 2 მოგებითა და 13 მარცხით ბოლოა.

"დეტროიტი" შემდეგ
მატჩს 22 ნოემბერს, თბილისის დროით 05:00 საათზე "ჰიუსტონ როკეტსთან" გამართავს.

altზაზა ფაჩულიას გუნდის სენსაცია - "დეტროიტმა" ლიდერი "ტორონტო" დაამარცხა [VIDEO]

altზაზა ფაჩულიას "დეტროიტი" ამჯერად "შარლოტთან" დამარცხდა - ქართველმა ორი ქულა ჩააგდო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული