ზაზა ფაჩულიას "დეტროიტი" ამჯერად "შარლოტთან" დამარცხდა - ქართველმა ორი ქულა ჩააგდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ ზაზა ფაჩულიას "დეტროიტი" "შარლოტთან" სახლში 113:103 დამარცხდა. 

ქართველი ცენტრი სათადარიგო იყო და მოედანზე გატარებულ 9 წუთში 2 ქულას და 5 მოხსნას მოუყარა თავი. მოედანზე საუკეთესოები კი სტუმართა გუნდის კალათბურთელები ჰენრი ვოქერი და ტონი პარკერი იყვნენ, რომლებმაც 24-24 ქულას მოუყარეს თავი.

დეტროიტელთაგან კი ანდრე დრამონდი გამოირჩა, რომელმაც 23 ქულას 3 პასი და 22 მოხსნა დაუმატა.

ამ მარცხის მიუხედავად, ქართველი კალათბურთელის გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მეშვიდე პოზიციას ინარჩუნებს და პლეი-ოფში მოსახვედრად იბრძვის.

"დეტროიტ პისტონსი" შემდეგ შეხვედრას "ტორონტოსთან" 15 ნოემბერს,
თბილისის დროით 04:30 საათზე გამართავს.

alt4 ქულა და 6 მოხსნა - ზაზა ფაჩულიას "დეტროიტმა" "ატლანტა" დაამარცხა

altზაზა ფაჩულიამ 2 ქულა ჩააგდო, "დეტროიტმა" მოგება გაიხსენა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული