გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურშია

AutoSharing Option
გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის მე-9 ტურის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა. შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ შერმადინმა თავისი ყოფილი გუნდის, "ანდორას" წინააღმდეგ შედეგიანად ითამაშა და "უნიკახას" გამარჯვებაში დაეხმარა. ქართველმა ცენტრმა იმ მატჩში 17 ქულა, 10 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 3 დაფარება მოაგროვა.

ის საუკეთესოებში მოხსნების მხრივ მოხვდა, სხვა რჩეულები კი ხავიერ ბეირანი ("იბეროსტარ ტენერიფე", სარგებლიანობის კოეფიციენტი 32), ჯონი ბერჰანემესკელი ("სარაგოსა", 22 ქულა), ტომა ერტელი ("ბარსელონა", 9 პასი) და უსმან გარუბა ("რეალი", 3 დაფარება) არიან.

შეგახსენებთ, რომ გასულ უქმეებზე მალაგელებმა ქართველი ცენტრის ყოფილ
კლუბს 95:84 სძლიეს, ჩვენებურმა კი ორმაგი დუბლი შეასრულა და მატჩის MVP გახდა.

შერმადინი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 20:53 წუთში 17 ქულა, 10 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 3 დაფარება მოაგროვა.

გიორგიმ რვავე (!) ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 31-ს გაუტოლდა და ეს ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო. სრულიად ტურში, შერმადინი მხოლოდ ხსენებულ ბეირანს ჩამორჩა, რომლის მაჩვენებელიც 32 პუნქტი გახლდათ.

ვთქვათ ისიც, რომ "უნიკახა" 7 მოგებითა და 2 მარცხით სატურნირო ცხრილში თორნიკე შენგელიას "ბასკონიასთან" ერთად მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებს, მომდევნო მატჩს კი 24 ნოემბერს, შინ, "მურსიასთან" გამართავს.

altშენგელიამ "გრან კანარიას" 16 ქულა ჩაუგდო და მატჩის MVP გახდა


მომზადებულია Gbf.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული