ქართველმა ცენტრმა მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და მოედანზე საბოლოო ჯამში 12:56 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში მან 7 ქულა, 10 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა.
ზაზამ 3-დან ერთი ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო.
ზაზა ფაჩულიას მომენტები "ფინიქს სანსთან"
რაც შეეხება მატჩს, ყველაზე მეტი, 37 ქულა სტუმრების ლიდერმა დევინ ბუკერმა ჩააგდო.
მასპინძლებიდან კი ბლეიკ გრიფინმა და
დეტროიტი - სანსი 118:107
ამ მოგების შემდეგ "დეტროიტს" 10 გამარჯვება მოუგროვდა 7 მარცხის წილ და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზე გადაინაცვლა.
მორიგ მატჩში ზაზა ფაჩულიას გუნდი 28 ნოემბერს, შინ "ნიუ იორკ ნიქსს", ჩვენი დროით 04:00 საათზე უმასპინძლებს.
დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:
პორტლენდი-კლიპერსი 100:104
საკრამენტო-იუტა 112:133
ატლანტა-შარლოტი 124:123
ბრუკლინი-ფილადელფია 125:127
მემფისი-ნიუ იორკი 98:103
ტორონტო-მაიამი 125:115
ლეიკერსი-ორლანდო 104:108