ზაზა ფაჩულიას 9 ქულა და 6 მოხსნა - "დეტროიტმა" ისევ გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
28 ნოემბერს ზაზა ფაჩულიას "დეტროიტმა" "ნიუ იორკ ნიქსს" უმასპინძლა და 115:108 დაამარცხა.

ქართველი მოთამაშე სათადარიგო იყო და პარკეტზე 17:18 წუთი გაატარა, რა პერიოდშიც თავი 9 ქულას, 6 მოხსნას და 1 პასს მოუყარა. მან 3-დან 3 ორქულიანი და ამდენივე საჯარიმო გამოიყენა.

საუკეთესო მასპინძელთა ფორვარდი ბლეიკ გრიფინი იყო, რომელმაც 36 წუთში 30 ქულა, 4 მოხსნა და 5 პასი დააგროვა.

ამ გამარჯვებით "დეტროიტს" 11 მოგება და 7 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა.

შემდეგ მატჩს ქართველი კალათბურთელის გუნდი 1-ელ დეკემბერს, "ჩიკაგო ბულსთან"
გამართავს. შეხვედრა ჩვენი დროით 04:00 საათზე დაიწყება.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

მაიამი - ატლანტა 113:115
მემფისი - ტორონტო 114:122
დენვერი - ლეიკერსი 117:85
ფენიქსი - ინდიანა 104:109

altზაზა ფაჩულიას ორმაგ დუბლამდე 3 ქულა დააკლდა! - "დეტროიტმა" "სანსს" სძლია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 6 /
მესამე ბეჭდისაკენ მიდის საქმე! )
aburjga
13:15 28-11-2018
0
კარგია ნელ-ნელა უმატებს.
წარმატებები ზაზა
11:43 28-11-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული