მამუკელაშვილმა "კენტუკთან" ოვერტაიმში მოგებულ მატჩში 3 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასი მიითვალა

AutoSharing Option
სანდრო მამუკელაშვილის “სეტონ ჰოლმა” ამერიკის სტუდენტურ ლიგაში მცირე სენსაცია მოახდინა. ორანჟელმა “პირატებმა” მიმდინარე სეზონის ერთ-ერთ ლიდერს, გამოკითხვების 10-ეულში მყოფ “”კენტუკის” უმასპინძლეს და დაძაბულ, ოვერტაიმიან ბრძოლაში 1 ქულით – 84:83 დაამარცხეს.

კენტუკელებს მოგებ-წაგებათა მიმდინარე ბალანსი 7-1 ჰქონდა და “სეტონ ჰოლთან” სეზონის მეორე მატჩი წააგო. ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 20 წუთი დაჰყო, რა დროში 3 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. სანდრომ 3-დან 1 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. გამარჯვებულებს ულიდერა მაილს პოუელმა,
რომელმაც 28 ქულა ჩააგდო, თუმცა მატჩის გმირი მაილს კეილი გახდა, რომელმაც ოვერტაიმის დასრულებამდე 11 წამით ადრე სამქულიანი ჩააგდო და სეტონჰოლელები 84:83 დააწინაურა.

ძირითადი დროის ბოლო წამებზე ისეთი რამ მოხდა, კალათბურთში იშვიათად რომ იხილავთ. თანაბარ ანგარიშზე მაილს პოუელმა სამქულიანი საფინალო სირენამდე 1.5 წამით ადრე ჩააგდო და “სეტონ ჰოლი” 70:67 დააწინაურა. დარჩენილ უმცირეს დროში კენტუკელებმა ბურთი საკუთარი ფარქვეშიდან შემოიტანეს, ცენტრის რგოლში კელდონ ჯონსონს მიაწოდეს, რომელმაც ზუსტად ცენტრიდან გამთანაბრებელი სამქულიანი ჩააგდო. დამატებით დროში კი, როგორც ვთქვით, მაილს კეილმა მებრძოლ კენტუკელებს სამქულიანით იმედი გადაუწურა.

6 მოგებითა და 3 მარცხით “სეტონ ჰოლი” უმძლავრეს “ბიგ ისთის” კონფერენციაში ბოლოსწინა, მე-9 ადგილზეა. შემდეგი მატჩი მამუკელაშვილის გუნდს 15 დეკემბერს, “რათჯერ ნაითსთან”

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული