ზაზა ფაჩულიას "დეტროიტმა" ამჯერად "ნიუ ორლეანს" ვერ მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
10 დეკემბერს ზაზა ფაჩულიას "დეტროიტ პისტონსმა" "ნიუ ორლეანს" უმასპინძლა და ანგარიშით 108:116 დამარცხდა.

ქართველმა ცენტრმა თამაში სათადარიგო სკამიდან დაიწყო და პარკეტზე 10:46 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში მან 6 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა, ხოლო ბურთი ერთხელ დაკარგა.

ზაზამ 4-დან 2 ორქულიანი ჩააგდო და 5-დან - მხოლოდ 2 საჯარიმო. არადა, როგორც წესი, ფაჩულია საჯარიმოებს მაღალი სიზუსტით ისვრის.

ზაზა ფაჩულიას საუკეთესო მომენტები "ნიუ ორლეანთან"

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 37 ქულა სტუმართა კალათბურთელმა ჯრუ
ჰოლიდეიმ ჩააგდო. 2 ქულით ნაკლები ჰქონდა "დეტროიტის" ლიდერ ბლეიკ გრიფინს.

მოხსნებში ვერავინ აჯობა ანდრე დრამონდს, რომელმაც 19-ჯერ მოხსნა ბურთი და ამასთან ერთად, 23 ქულაც ჩააგდო.

ეს "პისტონსის" ზედიზედ მე-4 მარცხი გახდა. 13 მოგებითა და 11 წაგებით "დეტროიტი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილს იკავებს.

დეტროიტი - ნიუ ორლეანი 108:116

ზაზა ფაჩულიას გუნდი მომდევნო მატჩს 11 დეკემბერს, ჩვენი დროით 04:00 საათზე, სტუმრად "ფილადელფიასთან" გამართავს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

ნიუ იორკი-შარლოტი 107 : 119
სან ანტონიო-იუტა 110:97
ტორონტო-მილუოკი 99 : 104

altზაზა ფაჩულიამ კევინ დურანტს დაბადების დღე 2 თვის დაგვიანებით მიულოცა - ყოფილი თანაგუნდელის პასუხი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული