მართალია, გოგა ბითაძის "მეგა ბემაქსი" ადრიატიკის ლიგის მე-10 ტურში პოდგორიცაში "ბუდუჩნოსტთან" დაძაბულ ბრძოლაში 85:91 დამარცხდა, მაგრამ ქართველ გულშემატკივარს, ბუნებრივია, ჩვენი ლეგიონერის თამაში უფრო აინტერესებს.
ბითაძე კი ისევ საუკეთესო გახლდათ: 31:41 წუთში 23 ქულა ( 14-დან 7 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო), 6 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 4 დაფარება მიითვალა.
გოგამ 5 პერსონალურის მიღების გამო 2 წუთით ადრე დატოვა პარკეტი, როდესაც მისი გუნდი 2 ქულით წინ იყო, თორემ ალბათ, მეტადაც შეეწეოდა თავის გუნდს და შესაძლოა, არც წაეგოთ.
ის ყველაზე შედეგიანი იყო და 23-იანი სარგებლიანობის კოეფიციენტით მატჩის MVP გახდა.
"მეგა ბემაქსი" 7 მოგებით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა.