რამდენი მილიონი დოლარი გამოიმუშავა ზაზა ფაჩულიამ NBA-ში ჩატარებულ 15 სეზონში?

AutoSharing Option
ამერიკული საკალათბურთო-ანალიტიკური ვებგვერდი Hoopshype.com-ი NBA-ში მოთამაშე კალათბურთელების ხელფასებს აქვეყნებს.

საიტის ცნობით, "დეტროიტის" ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია 2018-19 წლების სეზონში 2 393 887 დოლარს გამოიმუშავებს. მას ამაზე დაბალი ხელფასი ბოლოს 14 წლის წინ, ამერიკაში გატარებულ მეორე სეზონში ჰქონდა, როცა "მილუოკის" რიგებში მხოლოდ 620 046 დოლარი მიიღო.

ეს გასაკვირი არაა, რადგან ვეტერანი კალათბურთელი "პისტონსის" რიგებში ძირითადი შემადგენლობის მოთამაშედ არ ითვლება და ის პარკეტზე მცირე დროს ატარებს. შესაბამისად, მისი ხელფასიც იმაზე დაბალია, ვიდრე "გოლდენ სტეიტსა" თუ "დალასში" თამაშისას იყო.

ყველაზე მაღალ ანაზღაურებას ქართველი
ცენტრი 2012-13 წლების სეზონში "ატლანტაში" იღებდა. მაშინ მისმა წლიურმა ხელფასმა 5 248 750 დოლარი შეადგინა.

საიტის ცნობით, დღესდღეობით ზაზა ფაჩულია NBA-ში მოთამაშე კალათბურთელთა შორის ხელფასის ოდენობის მიხედვით 302-ეა, ცენტრებს შორის კი - 52-ე. "დეტროიტში" მასზე მეტი ანაზღაურება კი 11 მოთამაშეს აქვს.

საიტის ცნობით, ზაზა ფაჩულიამ 2003-04 წლების სეზონიდან დღემდე 57 962 577 დოლარი გამოიმუშავა.

2018/19 წლების სეზონის ყველაზე მაღალანაზღაურებად კალათბურთელთა ათეული კი ასე გამოიყურება:

1. სტეფ კარი (გოლდენ სტეიტი) - 37 457 154 დოლარი
2. რასელ ვესტბრუკი (ოკლაჰომა) - 35 665 000
3. კრის პოლი (ჰიუსტონი) - 35 654 150
3. ლებრონ ჯეიმსი (ლეიკერსი) - 35 654 150
5. ბლეიკ გრიფინი (დეტროიტი) - 31 873 932
6. გორდონ ჰეივარდი (ბოსტონი) - 31 214 295
7. კაილ ლოური (ტორონტო) - 31 000 000
8. ჯეიმს ჰარდენი  (ჰიუსტონი) - 30 570 000
9. პოლ ჯორჯი (ოკლაჰომა) - 30 560 700
10. მაიკ კონლი (მემფისი) - 30 521 115

altზაზა ფაჩულიას "დეტროიტმა" ამჯერად "ნიუ ორლეანს" ვერ მოუგო [VIDEO]

altზაზა ფაჩულიამ კევინ დურანტს დაბადების დღე 2 თვის დაგვიანებით მიულოცა - ყოფილი თანაგუნდელის პასუხი

მკითხველის კომენტარები / 14 /
მძლესნობის სასახლის შესასყიდი თანხა ვერ შეაგროვა?
მარკი
30 სექტემბერი 2019 14:57
0
ჩამოვა საქართველოში მისცემენ სერიოზულ თანამდებობას და დააბრალებენ, საქართველო შესჭამაო.
მოქალაქე.
20 იანვარი 2019 20:53
0
ამხელა ფულის პატრონი რომ საქართველოს მთავრობაში დაიწყებს მუშაობას აბა რა უნდა იფიქრო?!ხელფასზე დაჯდება?კალძის არ იყოს!
დატო
01 ოქტომბერი 2019 08:29
0
ღმერთმა შეარგოს თავისით შრომით მოიპოვა რაც იშოვა.
გუჯა მთიბავი
12 დეკემბერი 2018 08:07
0
ვინც აქვეყნებს იმას ეხება ზუსტად, ის ჟურნალისტი ამერიკელია, ქართველი თუ ზიმბამბველი სულ ერთია. ჩემი აზრით არაა სწორი საქციელი...
Vasil
12 დეკემბერი 2018 02:19
0
ვისი რა ერთი ადგილის საქმეა რამდენი აქ ხელფასი? მინისტრია?!? გამგებელი?! თუ დეპუტატი?! კოლები რო იყოთ კი ბატონო , დაგაინტერესდება და კითხავ, მე პორადად არ მგონია სწორი ასე რომ ასაჯეროვებთ ადამიანის პირად ჯიბეს, არ მგონია რო კაი საქციელი იყოს! / რაც შეეხება 200 ლარის გადასახადს , ეს ბევრისგან გამიგია მეც, და საინტერესოა, ეს თვეშია გადასახადი თუ წელიწადში ერთხელ? თუ თვეში, მაშინ ძალიან ძვირი ყოფილა და არაა სწორი საქციელი!!! / ეცით ჟურნალისტებო საკუთარ მკითხველს და კრიტიკულ აზრს პატივი , და ნუ იბლოკებით ...!
Vasili
11 დეკემბერი 2018 21:58
1
თვითონ ამერიკელებმა გამოაქვეყნეს ხელფასების სტატისტიკა და რაგინდა ვერ გავიგე.
Niko
11 დეკემბერი 2018 23:25
1
მართლა დამსახურებულად აქვს ყველაფერი, მიზანდასახული როცა ხარ და შრომა გიყვარს, ყველაფერი გამოვა. ეხ, ნეტა იცოდეს ზაზამ, რომ მაგ დროს ყველა ზაზას რომ გაიძახოდა, ჩემ ეზოში ბინადარ ერთ ბიჭ ფისოს, რომელსაც ასევე ბურთით თამაში უყვარდა, ხან კიდე ხიდან ჩამოვარდნილი კაკალით, შევარქვი ფაჩულია, ანუ, მასავით უყვარს ბურთი თქო და სახელი მერე უნდა დამერქმია, მაგრამ შერჩა ,,ფაჩულია''. თბილი და კარგი ზნის უკვე გაზრდილი ბიჭოა, იქნებ ,,იჩუქებდა'' რა ვიცი..მე იქ დროებით ვცხოვრობ, რომ წავალ დარჩება უპატრონოდ...
---
11 დეკემბერი 2018 17:28
1
მიწერე ფეისბუკზე
giorgi
11 დეკემბერი 2018 19:06
0
მისაბაძი სპორტში,ადამიანობაში,ქართველობაში და ……...ფინანსებშიც! მშვიდობაში მოახმაროს უფალმა!!!
gio
11 დეკემბერი 2018 14:59
3
კალათბურთის თამაშზე არაფერს ვიტყვი;დიდი ქართველია,დიდი ადამიანი; მე ჯერ არ მახსოვს მის ინტერვიუებში,მის საქციელში როდესმე რაიმე მცდარი,დაუფიქრებელი ყოფილიყო; ბრძენი ადამიანია,სამშობლოს სიყვარულით სავსე,ყველასთვის მისაბაძი. მთელი გულით ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ,ღმერთმა გვიმრავლოს ზაზასნაირი ქართველები;
gio
11 დეკემბერი 2018 14:34
8
და 1 ლარად ნაყიდ მძლეოსნობის სასახლეში ბავშვებს რომ 200 ლარს ახდევინებს, იქიდან რამდენი აქვს შემოსავალი?
ILIA
11 დეკემბერი 2018 14:30
32
ერთ ლარად ნაყიდ მძლეოსნობის სასახლეში ბავშვებს რომ 200 ლარს ახდევინებს ეგ არ ვიცოდი, თუ ეს სიმართლეა მაშინ გამოვიდეს ვინმე და თქვას ან თქვან ყველაფერი სიმართლე, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს.
ხვიჩა
11 დეკემბერი 2018 18:20
1
ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს, თავისი შრომითა და ოფლით აქვს მოპოვებული.
თბილისი
11 დეკემბერი 2018 13:47
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული