ზაზა ფაჩულიამ "დეტროიტს" ვერ უშველა - "პისტონსი" ზედიზედ მეექვსედ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
13 დეკემბერს კიდევ ერთი მატჩი დათმო ზაზა ფაჩულიას "დეტროიტმა", რომელიც ამჯერად მინიმალური სხვაობით 107:108 "შარლოტთან" დამარცხდა.

ქართველი სათადარიგო იყო და პარკეტზე გატარებულ 16:16 წუთში 4 ქულას, 1 გადაცემას და 3 მოხსნას მოუყარა თავი. მან 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო.

საუკეთესო შედეგი კი მასპინძელთა კალათბურთელმა კემბა ვოლქერმა დააფიქსირა. მან 31 ქულა, 9 პასი და 8 მოხსნა მოაგროვა.

დეტროიტელთაგან კი გამორჩეული ბლეიკ გრიფინი იყო, რომელმაც 26 ქულა, 7 პასი და 10 მოხსნა მოიპოვა.

"პისტონსმა" ზედიზედ მე-6 მატჩი წააგო და ახლა ბალანსი 13-13-ზე აქვს.
ზაზა ფაჩულიას გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 პოზიციას იკავებს.

"დეტროიტი" შემდეგ შეხვედრას სახლში "ბოსტონთან", 16 დეკემბერს გამართავს. მატჩი ჩვენი დროით 04:00 საათზე დაიწყება.

altParlons-basket.com: ზაზა ფაჩულიას ისევ მეტოქის განზრახ დაზიანება სურდა? [VIDEO]

altზაზა ფაჩულიას 6 ქულა და "დეტროიტის" უკვე ზედიზედ მე-5 მარცხი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
საოცარი სათაურები იცით ხოლმე, ისეთი ხმაურიანი რამ დააწერეთ ამ სტატიას,რომ მეგონა მინიმუმ 35-40 ქულა აქვს ჩაგდებული თქო, ისე ჩვენში დარჩეს და როდის უშველია რომელიმე გუნდისთვის?
gela
12:09 13-12-2018
4
ესენი სულ სერიულად აგებენ და იგებენ.
სოსო
10:39 13-12-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული