"ცრვენა ზვეზდამ" "მეგა ბემაქსი" გააჩერა, ბითაძე - ვერა

AutoSharing Option
ადრიატიკის ლიგაზე მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა გოგა ბითაძემ.

ბითაძის "მეგა ბემაქსი" ერთპიროვნულ ლიდერ "ცრვენა ზვეზდასთან" 68:78 კი დამარცხდა, მაგრამ რაც მთავარია, ჩვენებური პარკეტზე საუკეთესო იყო.

მან 32:29 წუთში 23 ქულა ჩააგდო (11-დან 7 ორქულიანი, 2-დან 2 სამქულიანი, 4-დან 3 საჯარიმო), 6-ჯერ მოხსნა ბურთი და 25-ანი კოეფიციენტით შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

გოგას შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელი არმიელთა ბერძენ კალათბურთელს სტრატოს პერპეროღლუს ჰქონდა - 17 ქულა და 17-იანი სარგებლიანობის კოეფიციენტი.

"ცრვენა ზვეზდამ" თერთმეტივე მატჩი მოიგო, "მეგა ბემაქსი" კი 7 მოგებით მეოთხე ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ლეონტის: "ცრვენა ზვეზდა" სერბულად წითელ ვარსკვლავს ნიშნავს. 1945 წელს შეიქმნა, არმიული კლუბია და წლების განმავლობაში პატრონობდა ყოფილი იუგოსლავიის პრეზიდენტი იოსიპ ბროს ტიტო.
ბროს ტიტო
16 დეკემბერი 2018 23:54
0
ცრვენა ზვეზდას არანაირი კავშირი აქვს არმიასთან. ქალაქის გუნდია. არმიის გუნდი პარტიზანია
Leonti
16 დეკემბერი 2018 20:23
0
იმედია წინსვლას გააგრძელებს გოგა და NBA-ში გააგრძელებს განვითარებას. სასსიხარულოა ასეთი იმედი რომ გვეყოლება ნაკრებში.
Geo_Dinamo
16 დეკემბერი 2018 19:06
0
გოგამ ასეთი პროგრესი თუ გააგრძელა ნბა ში მონსტრი გვეყოლება მალე :დ
ლევანი
16 დეკემბერი 2018 13:42
0
ბითაძე კარგად იზრდება მაგრამ ჩაკვეტაძე და ყაზაიშვილი სულ სხვაა მაინც.
გელა ნუგზარაშვილი
16 დეკემბერი 2018 12:17
30
დიდი ხანია მასეთებზე აღარ გვეცინება გვეყო
შაკო
16 დეკემბერი 2018 22:46
1
მართლა მაგარია ბითაძე
შაკო
16 დეკემბერი 2018 11:02
0
27-ე პიკია ეხლა გოლდენი უწევს. ასე თუ ითამაშა 15-ში შევა უეჭველი
nba
16 დეკემბერი 2018 10:37
0
ეს ბიჭი 2019 წლის NBA დრაფტზე პირველ 30-ეულში შევა. ანუ პირველ რაუნდშივე აირჩევენ
Niko
16 დეკემბერი 2018 03:00
0

სიახლეები პოპულარული