სანდრო მამუკელაშვილმა ამერიკის სტუდენტურ ლიგაში 23 ქულა ჩააგდო და პირადი რეკორდი დაამყარა

AutoSharing Option
დღეს, გამთენიისას ამერიკის სტუდენტური ლიგის მატჩში სანდრო მამუკელაშვილმა კარიერის რეკორდული 23 ქულა ჩააგდო.

მისი "სეტონ ჰოლი" შინ "სეიქრედ პიონერსს" შეხვდა და 90:76 გაანადგურა, რაც უპირველესად ქართველი ფორვარდის დამსახურებაა.

მამუკელაშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 24 წუთში 23 ქულა ჩააგდო. სანდრომ 6-დან 4 ორქულიანი, 5-დან 4 სამიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

23 ქულასთან ერთად ქართველმა ფორვარდმა 8 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა ისე მიითვალა, ბურთი არ დაუკარგავს. მამუკელაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

8 მოგებითა და 3 მარცხით "სეტონ
ჰოლი" Big East-ის კონფერენციაში მე-7 ადგილზე გადავიდა. შემდეგ მატჩს "სეტონ ჰოლი" 23 დეკემბერს, სტუმრად მძლავრ "მერილენდთან" (9 მოგება, 2 წაგება) გამართავს.

altმამუკელაშვილის 15 ქულა და 9 მოხსნა ნიუჯერსულ დერბიში

altმამუკელაშვილმა "კენტუკთან" ოვერტაიმში მოგებულ მატჩში 3 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასი მიითვალა

მომზადებულია Gbf.ge-ის მიხედვით.

მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებებს და შეუჩერაბლად წინსვლას ვუსურვებ სანდროს. საიმედო კაცი გვეზრდება კალათბურთში.
გიორგი
12:57 21-12-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული