ბექა ბურჯანაძემ "ბარსელონას" 11 ქულა ჩაუგდო

AutoSharing Option
22 დეკემბერს, ლიგა ენდესას მე-13 ტურში "ბარსელონამ" სტუმრად ადვილად მოუგო ბექა ბურჯანაძის "გიპუსკოას" 104:71.

მასპნძლებმა ჩემპიონატის ლიდერს წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწიეს, 1 ქულით დამარცხდნენ, მესამე მეოთხედი კი 7:34 წააგეს და საბოლოოდ მორიგი მარცხი განიცადეს.

ბურჯანაძემ 20:15 წუთში 11 ქულა ჩააგდო (5-დან 1 ორქულიანი, 5-დან 3 სამქულიანი) და სამჯერ მოხსნა ბურთი.

"გიპუსკოა" 3 მოგებით სატურნირო ცხრილში უკანასკნელ, მე-18 ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
5 დან 1 ორქულიანი? Bექა ვარჯიში, ვარჯიში და კიდევ ერთხელ ვარჯიში გჭირდება შენ
Dato
12:43 23-12-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული