გიორგი ცინცაძე და მიხეილ ბერიშვილი ყატარის ჩემპიონატში თამაშობენ - ქართველების გუნდმა პირველი მატჩი მოიგო

AutoSharing Option
ყატარის ჩემპიონატის პირველ ტურში დოჰას "ან შამალმა" "ყატარ ქლაბს" 81:75 მოუგო. ეს შედეგი ქართველ ქომაგს იმიტომ აინტერესებს, რომ გამარჯვებული გუნდის ღირსებას საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები – გიორგი ცინცაძე და მიხეილ ბერიშვილი იცავენ.

"ალ შამალში" 7 კალათბურთელია, პირველ მატჩში კი ყველამ ითამაშა, ქართველებმა კი შეუცვლელად – 40-40 წუთი დაყვეს მოედანზე. ცინცაძემ 40 წუთში 12 ქულა, 5 მოხსნა, 6 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. გიორგიმ 3-დან 2 ორქულიანი, 6-დან 1 სამქულიანი და 5-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო,
მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

რაც შეეხება ბერიშვილს, მისი მონაგარი 10 ქულა, 4 მოხსნა, 5 პასი და 1 ჩაჭრა იყო. მიშამ 3-დან 1 ორქულიანი, 7-დან 2 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო გამოიყენა, 3-ჯერ შეცდა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 2-ჯერ დაირღვა.

"ალ შამალს" მომდევნო მატჩს 25 დეკემბერს, სტუმრად, "ალ არაბისთან" ელის.

მომზადებულია Gbf.ge-ის მიხედვით.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული