გოგა ბითაძის პირველი ქულები და დებიუტი ახალ გუნდში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
24 დეკემბერს, გოგა ბითაძის დებიუტი შედგა ახალ გუნდ "ბუდუჩნოსტში", რომელიც ადრიატიკის ლიგის მე-12 ტურის დასკვნით მატჩში სლოვენიაში აუტსაიდერ "კრკასთან" მოულოდნელად 64:69 დამარცხდა.

ბითაძის გუნდმა პირველი მეოთხედი ცუდად ჩაატარა, მასპინძლები 18:2 დაწინაურდნენ, პირველი ტაიმი კი "ბუდუჩნოსტმა" 19:34 წააგო. შემდეგ სტუმრებმა სცადეს მატჩის გადარჩენა, ანგარიშში სხვაობაც შეამცირეს, მაგრამ მაინც დამარცხდნენ.

გოგამ თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო, 25:46 წუთში 12 ქულა ჩააგდო (3-დან 2 ორქულიანი, 2-დან 2 სამქულიანი, 6-დან 2 საჯარიმო), 4-ჯერ მოხსნა, 2-ჯერ ჩაჭრა ბურთი, 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, 2-ჯერ დაუფარა მეტოქეს და
მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 15 იყო.

"ბუდუჩნოსტი" 8 მოგებით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა და 30 დეკემბერს ბელგრადში "ცრვენა ზვეზდას" ეთამაშება, იქამდე კი 28 დეკემბერს მიუნხენში ევროლიგაზე "ბაიერნს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ერთი ორი თამაში უნდა და იქაც ლიდერი გახდება
ჭაღარა
11:47 25-12-2018
0

სიახლეები პოპულარული