29 დეკემბერს გამთენიისას ზაზა ფაჩულიას "დეტროიტ პისტონსი" "ინდიანა პეისერს" ესტუმრა და 88:125 დამარცხდა.
ქართველი ცენტრი თამაშში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო და საერთო ჯამში პარკეტზე 18 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ზაზამ 6 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა და ბურთი 3-ჯერ დაკარგა.
ფაჩულიამ 4-დან 2 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
ზაზა ფაჩულიას 6 ქულა და მომენტები ინდიანასთან
შეხვედრაში ყველაზე მეტი 19-19 ქულა მასპინძელთა კალათბურთელებმა დომანტას საბონისი და დარენ კოლინსმა ჩააგდეს.
"დეტროიტიდან"
ბლეიკ გრიფინმა 18 ქულა მიითვალა, ანდრე დრამონდმა 12 ქულა და 12 მოხნსა მოაგროვა.
ინდიანა - დეტროიტი 125:88
ამ მარცხის შემდეგ "დეტროიტს" 16 მოგება და 17 მარცხი დაუგროვდა, ამ მაჩვენებლით "პისტონსი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზე იმყოფება.
მომდევნო მატჩს ზაზა ფაჩულიას გუნდი 31 დეკემბერს ჩვენი დროით 00:30 საათზე გამართავს.
დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:
ლეიკერსი-კლიპერსი 107:118
დენვერი-სან ანტონიო 102:99
ფინიქსი-ოკლაჰომა 102:118
მაიამი-კლივლენდი 118:94
მინესოტა-ატლანტა 120 : 123 (112:112)
ნიუ ორლეანი-დალასი 114:112
შარლოტი-ბრუკლინი 100:87
ორლანდო-ტორონტო 116:87
ვაშინგტონი-ჩიკაგო 92:101