გოგა ბითაძე მილანურ მატჩშიც საუკეთესო იყო

AutoSharing Option
3 იანვარს, ევროლიგის მე-16 ტურში გასვლაზე "მილანთან" წაგებულ შეხვედრაში (94:111) საუცხოოდ იასპარეზა "ბუდუჩნოსტის" ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ.

მან 26:50 წუთში 23 ქულა ჩააგდო (12-დან 8 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი, 6-დან 4 საჯარიმო), 8-ჯერ მოხსნა ბურთი, 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, 2-ჯერ დაუფარა მეტოქეს, მასზე თამაშის წესი 8-ჯერ დაარღვიეს და სარგებლიანობის 31-იანი კოეფიციენტით მატჩის MVP გახდა.

გოგა უფრო მეტადაც დაეხმარებოდა თავის გუნდს, მაგრამ მესამე მეოთხედის შუაში მეოთხე პერსონალური მიიღო (იმ მომენტისთვის უკვე 22 ქულა იყო მის ანგარიშზე) და მწვრთნელმა სათადარიგოთა სკამზე დასვა.

მიუხედავად
მისი კარგი ასპარეზობისა, თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს და მონტენეგროული გუნდი დამარცხდა.

საერთოდ კი თამაში თვალსასეირო და შედეგიანი გახლდათ.

"ბუდუჩნოსტი" 3 მოგებით კვლავ ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 22 /
გოგა მართლა მაგარია მაგრამ საქართველოს ნაკრების ევროპაში გალიდერება ზღაპარი მგონია ისე ვინც ჩვენ ნაკრებს ევროპის მოგებას უქადნის უახლოეს პერიოდში მინდა ვკითხო რის ხარჯძზე ან ვის ხარჯზე როცა ჩვენზე ბევრად ძლიერი გუნდებია ევროპაში.და თაობაც ბევრად უკეთესი.ასაკობრივ ნაკრებებში სრული კატასტროფაა.და რისი იმედი გვაქ ბ დივიზიონს ვერ თამაშობენ და ბურთის ტარებაც კი უჭირთ ისეთ დღეში არიან.
zaza
04 იანვარი 2019 17:51
1
ნიკოლოზ დერიუგინი არ არის ჩვენი მიზანი. სკამს ხეხავდა მერე რომ გახდა ჩემპიონი.
04 იანვარი 2019 16:05
6
სკამს ხეხავდა?იმ პერიოდში ნაკრების მწვრთნელი გომელსკი იყო,რომელიც ამავე დროს ცსკასაც წვრთნიდა.ცსკა ისედაც უძლიერესი გუნდი იყო ევროპაში,ჩემპიონთა თასის თითქმის მუდმივი გამარჯვებული და ნაკრებშიც საბაზო გუნდად გამოიყენებოდა.კიევის სტროიტელმა იპოვა ორი უძლიერესი ცენტრი ალექსანდრე ბელოსტენნი (216სმ) და ვლადიმერ ტკაჩენკო(220სმ).ორივე ცსკაში წაიყვანა გომელსკიმ,ცსკაში თამაში თითქმის ავტომატურად ნიშნავდა ნაკრებში თამაშსაც.ტკაჩენკო და ბელოსტენნი 22-23 წლისანი იყვნენ და ევროპაში უძლიერესი ცენტრების სახელს სამართლიანადაც ატარებდნენ,მაგრამ გამოჩნდა სულ ყმააწვილი დერიუგინი და პირველსავე თამაშში,ორივეს პირველივე ტაიმში აჰკიდა 5-5 ჯარიმა.ამ ორის გარდა ცსკას სხვა კალათბურთელებიც ყველა ორ მეტრზე მაღალი იყო, გამთამაშებლების გარდა და ყველანი ნაკრებშიც თამაშობდნენ,დინამოში ეს ერთი ბიჭი გვყავდა მაშინ 205 სმ სიმაღლისა და მაინც დინამო თბილისში ორიდან ერთ თამაშს უგებდა ცსკას.ორ თამაშზე დინანოს ძძალები აღარ ჰყოფნიდა ,მასში ხომ სულ 7,მაქსიმუმ 8 კაცს შეეძლო მაღალ დონეზე თამაში.ამ გამარჯვებებში ლომის წილი ყოველთვის დერიუგინისა და მიშა ქორქიასი იყო,ისინი იყვნენ გუნდის ლიდერები და ყოველთვის ბოლომდე ჰქაჩავდნენ.გომელსკიმ დერიუგინსაც მოსთხოვა ცსკაში გადასვლა,მაგრამ კოლიამ ერთ ადგილზე გაუშვა ნაკრების მწვრთნელი,არც ცსკას კალათბურთელებს მოსდიოდათ თვალში მისი ნაკრებში ყოფნა,მაგრამ მესამე ცენტრად მაინც მიჰყავდათ ხოლმე და როცა ძალიან გაუჭირდებოდათ,მაშინღა უშვებდნენ მოედანზე.თუმცა როცა უშვებდნენ,შეტევაში ნაკრები უპირატესობას იღებდა და გარდატეხაც შეჰქონდა თამაშში.ერთადერთი ცენტრი,ვინც დერიუგინს აჯობა,არვიდას საბონისი იყო,მაგრამ საბონისის მჯობნი ნბაშიც არავინ გამოჩნდა და თანაც მაშინ კოლიას უკვე მძიმე ტრავმა ჰქონდა მიღებული და იმ ტრავმამ აიძულა თამაში შეეწყვიტა,თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ,მან ისევ განაახლა თამაში და დამოუკიდებელი საქართველოს ნაკრებშიც ითამაშა თუ არა ვცდები (მე რეგიონში ვცხოვრობ და მაშინდელ პირობებში ჩვენამდე ინფორმაცია ვერ მოდიოდა,ტელევიზიაზე და შუქზე აღარაფერს ვიტყვი).
სოსო
05 იანვარი 2019 15:44
0
ხოდა საუკეთესო რომ იყო და საუკეთესო რომ არის, იქნებ რომელიმე ნორმალური გუნდი დაინტერესდეს მისით. რეალი, ბარსელონა და ა.შ. ცოდოა ბუდუჩნოსტში, რა ბუდუჩნოსტი პირველად მესმის ამ გუნდის სახელი.
irakli
04 იანვარი 2019 15:50
0
ზაზაზე ბევრად კარგი კალათბურთელი დადგება გოგა. ეს ბიჭი 3 აბსაც კარგად ისვრის. ეგს ჯარიმებს აფუჭებს ბლომად
გოგა
04 იანვარი 2019 12:52
0
რა ზაზა. როგორ შეიძლება ბითაძის ზაზასთან შედარება. ზაზას კალათბურთის მინიმალური ნიჭი აქვს და მხოლოდ ფიზიკური მონაცემებით "ქაჩავს" რაღაცას, შეცვლებზე მეტ-ნაკლებად ეხმარება გუნდს. ის ევროპაშიც საშუალო დონის ცენტრი იყო, არასოდეს წამყვანი და ლიდერი არ ყოფილა. ნბა-ში მისი მოხვედრა მხოლოდ აგენტის დამსახურებაა. რაც შეეხება ბითაძეს, მას თანდაყოლილი ნიჭი აქვს, მშრომელიც არის და ბევრად მეტი პოტენციალი აქვს, ვიდრე ზაზას. ის გუნდის ლიდერია და მასზე თამაშის აწყობაც თავისუფლად შეიძლება. ბითაძეს უფრო ნიკოლოზ დერიუგინს შევადარებდი, რომელიც ლიდერი იყო, დიდი ოდენობით ქულებსაც აგროვებდა და საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი გახდა. წარმატებებს ვუსურვებ გოგას.
dadu-ს
04 იანვარი 2019 12:25
9
ასეა თუ ისე, ზაზამ, თავის შნოთი, იმას მიაღწია, რომ ორი ბეჭედი აქვს! ბევრ ქართველს აქვს მსგავსი მიღწევა კალათბურთში? შეიძლება ამის დაუფასებლობა?!
N
04 იანვარი 2019 14:31
0
ნეგობარო,ბითაძის ნიჭიერებაზე სალაპარაკოც არაფერია,მაგრამ ზაზას უნიჭობაზე კი ვერაფრით დაგეთანხმები,ვერც ლიდერობაზე და ვერც აგენტის დამსახურებაზე.თორნიკე შენგელიას,რომელიც ნამდვილი მონსტრია,გაუჭირდა ამერიკაში ფეხის მოკიდება და უნიჭო ზაზამ შესძლო?ან ეს უნიჭო კაცი მიიწვიეს გოლდენსტეიტში და ორჯერ გახადეს ჩემპიონი?ან ამდენი წელი,მხოლოდ ჯანის გამო გასძლო ნბაში?ბარაქალა მის აგენტს,მაგარი "ბლატი" ჰქონია ამერიკაში და გოლდენ სტეიტში.როცა საქართველოს ნაკრები ევროპის უმაღლესი დივიზიონისაკენ გზას მიიკვლევდა,ვინ იყო კაპიტანი და გუნდის ულაპარაკო ლიდერი?ასეთი რამის დავიწყება არაფრით არ შეიძლება,თანაც ასე სწრაფად.ამერიკელებიც კი, განსაკუთრებით გამოყოფენ მის სათამაშო ინტელექტს და ჩვენ რატომ ვუკარგავთ საუკეთესო თვისებებს ჩვენს თანამემამულეს?ესეც ხომ ოლ სტარზი არ არის.
სოსო
04 იანვარი 2019 14:14
0
ყველა გამოხმაურება
არიქა, გოლდენ სტეიტი სწორედაც რომ ახალგაზრდა ცენტრს ეძებს და იქნებ!..
N
04 იანვარი 2019 11:15
0
ეეჰ, კაი იქნებოდა. არადა დარწმუნებული ვარ რა კარგად მოერგებოდა გუნდს და ალბათ ერთ-ორ წელიწადში მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერეს კალათბურთელად ჩამოყალიბდებოდა
irakli
04 იანვარი 2019 15:52
0
გოგა უდიდესი პოტენციის მქონეახალგაზრდა კალათბურთელია.მისნაირები მსოფლიოში ძალიან ცოტაა.რაც მთავარია გოგა სულით'ხორცამდეა კალათბურთელიñამიტომგოლდენ სტეიტიც მოინდომებს დასხვაც.
გიორგი ჯანიკაშვილი
04 იანვარი 2019 14:37
1
"ის ურჩევნია მამულსა რომ შვილი სჯობდეს მამასა" ამ ბიჭს აქვს ყველაფერი ის რაც აკლია ზაზას. ჩემი აზრით 2-3 წელიწადში ნბას საშუალო დონის გუნდის შეუცვლელი ცენტრი გახდება (ან შესაძლოა 4 ნომერიც) და კიდევ რამოდენიმე წელიწადში ბეჭედსაც მოიგებს, ამის ღრმად მწამს. აი რაც შეეხება ნაკრებს უკვე მოდის ის თაობა რომელსაც იმის ამბიცია ექნება რომ ევროპა მოიგოს და მსოფლიო ფორუმის მუდმივი მონაწილე იყოს.
dadu
04 იანვარი 2019 10:05
2
გასაგებია, მაგრამ მოდი ბუდუნჩოსტსაც მადლობა ვუთხრათ. ზუსტად მაგ გუნდმა მისცა შანსი ბითაძეს ეთამაშა ევროლიგაში. ეს კადნიერება არ გვინდა
... არ გვ
Niko
04 იანვარი 2019 03:37
1
ეს კადნიერება კი არა,არამედ ფაქტია,რომ გოგა ბითაძე "ბუდუჩნოსტზე" უფრო ძლიერ გუნდში უნდა თამაშობდეს,რაც აღვნიშნე კიდეც მისი ამ გუნდში გადასვლისთანავე." ბუდუჩნოსტმა პირიქით გოგას მადლობა იქით უნდა გადაუხადოს! P.S.რატომაა,რომ ქართველებმა მიუხედავათ ჩვენი ნიჭისა და სიძლიერისა მადლობა სხვას იქით უნდა ვუხადოთ???
გიოშა
04 იანვარი 2019 09:35
8
ლივერპულისა და ბასილაშვილის წაგებით ძალიან დამწუხრებული ვიყავი; ყოჩაღ გოგა,მაგარი კაცი ხარ,ხასიათი ცოტა გამომიკეთდა.
gio
04 იანვარი 2019 03:04
0
რა გითხრათ,რით გაგახაროთ?! - არ ვიცი.
gio
04 იანვარი 2019 16:22
0
"ლივერპული"-ს წაგება მართლაც არ მესიამოვნა. ძალიან მინდა ინგლისის პრემიერლიგა მოიგოს და ძველი ტრადიციები გააგრძელოს. ბასილაშვილი ვინ არის და რა წააგო, ან რა მოიგო?
gio-ს
04 იანვარი 2019 11:54
17
ყველა გამოხმაურება
გოგა ბითაძე გაცილებით უკეთეს და მაღალი კლასის კალათბურთელებით დაკომპლეკტებულ გუნდში იმსახურებს თამაშს ვიდრე "ბუდუჩნოსტია"!
გიოშა
04 იანვარი 2019 02:36
1
გოგას, ახლა ყველაზე მეტად,მაღალ დონეზე,დიდი სათამაშო დრო სჭირდება და ბუდუჩნოსტმა მას,სწორედ ეს შესთავაზა.თანაც იუგოსლავიის ქვეყნების ლიგაში, ყველაზე კარგადაა დაყენებული ახალგაზრდა კალათბურთელების დაოსტატების საქმე.ამაზე სწრაფ პროგრესს,სხვ ქვეყნების გუნდში,გოგა ალბათ ვერ მიაღწევდა,სეზონის ბოლოს კი, ის უკვე ნბა-ში იქნება.ასე რომ, გოგამ ძალიან სწორი გათვლა გააკეთა და წარმატებებს ვუსურვებ.
სოსო
04 იანვარი 2019 11:46
0
ჯერ შე კაცო ახლა გამოიჩიტა და შანსი მისცა ამ კლუბმა ევროლიგაშI.მაშინ სხვა წაიყვანდა არ იდარდო გაჩნდებოდა ეგეთებიც.მაგრამ ზუსტად რომ საჭირო ხალხის ხელშია და სწორ გუნდშია თავისი ზრდისთვის და გამოჩენისათვის.ასე რომ ბევრად მაგარ გუნდში იქნება ძალიან მალე !
Rumba
04 იანვარი 2019 10:15
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული