3 იანვარს, ევროლიგის მე-16 ტურში გასვლაზე "მილანთან" წაგებულ შეხვედრაში (94:111) საუცხოოდ იასპარეზა "ბუდუჩნოსტის" ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ.
მან 26:50 წუთში 23 ქულა ჩააგდო (12-დან 8 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი, 6-დან 4 საჯარიმო), 8-ჯერ მოხსნა ბურთი, 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, 2-ჯერ დაუფარა მეტოქეს, მასზე თამაშის წესი 8-ჯერ დაარღვიეს და სარგებლიანობის 31-იანი კოეფიციენტით მატჩის MVP გახდა.
გოგა უფრო მეტადაც დაეხმარებოდა თავის გუნდს, მაგრამ მესამე მეოთხედის შუაში მეოთხე პერსონალური მიიღო (იმ მომენტისთვის უკვე 22 ქულა იყო მის ანგარიშზე) და მწვრთნელმა სათადარიგოთა სკამზე დასვა.
მიუხედავად
მისი კარგი ასპარეზობისა, თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს და მონტენეგროული გუნდი დამარცხდა.
საერთოდ კი თამაში თვალსასეირო და შედეგიანი გახლდათ.
"ბუდუჩნოსტი" 3 მოგებით კვლავ ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა.
... არ გვ