ნიკა ცქიტიშვილი ლიბანის ერთი გუნდიდან მეორეში გადავიდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილმა კალათბურთელმა, 35 წლის ნიკა ცქიტიშვილმა გუნდი გამოიცვალა.

ის ლიბანის "ბიბლოსიდან" ამავე ქვეყნის მეორე გუნდში, "ბეირუთში" გადავიდა.

"მოხარული ვარ, რომ "ბეირუთს" შევუერთდი. ახალი გუნდი, ახალი თავგადასავალი, ახალი მიზანი! ჩემი მხრიდან მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ გუნდს მიზნების მიღწევაში დავეხმარო.

მიხარია, რომ კვლავ მიწევს ლიბანში დაბრუნება. ბეირუთი ხომ ჩემი მეორე სახლია. იქაურობა ყოველთვის თბილად მახსენდება", - დაწერა ნიკამ ფეისბუქზე.

მკითხველის კომენტარები / 3 /
აი აი ... ნიკალაი რა, დღემდე არ დამავიწყდებავ ამან რომ კოკოშკოვს არაპროფესიონალი უძახა
Zviad
03:02 10-01-2019
1
რას უხდიან ამ ლიბანში ამისთანას, რომ იმის იქით აღარსაით იყურება.)))
dato
23:40 09-01-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული