შერმადინი 13 ქულით "უნიკახას" "ესტუდიანტესის" დამარცხებაში დაეხმარა

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატის მე-16 ტურში გიორგი შერმადინის "უნიკახამ" საკუთარ მოედანზე 82:76 სძლია ერთ-ერთ აუტსაიდერ "ესტუდიანტესს".

შერმადინმა 26:21 წუთში 13 ქულა (6-დან 4 ორქულიანი, 7-დან 5 საჯარიმო), 5 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა და მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 14 იყო.

"უნიკახა" 11 მოგებით სატურნირო ცხრილში მე-4 ადილზეა და 20 იანვარს გასვლაზე "ობრადოიროს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული