ესპანეთის ჩემპიონატის მე-16 ტურში გიორგი შერმადინის "უნიკახამ" საკუთარ მოედანზე 82:76 სძლია ერთ-ერთ აუტსაიდერ "ესტუდიანტესს".
შერმადინმა 26:21 წუთში 13 ქულა (6-დან 4 ორქულიანი, 7-დან 5 საჯარიმო), 5 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა და მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 14 იყო.
"უნიკახა" 11 მოგებით სატურნირო ცხრილში მე-4 ადილზეა და 20 იანვარს გასვლაზე "ობრადოიროს" შეხვდება.