"დეტროიტმა" მოგების გემო გაიხსენა - ზაზა ფაჩულია მეშვიდე მატჩია არ ჩანს

AutoSharing Option
ბოლო ხუთ მატჩში პირველი გამარჯვება მოიპოვა "დეტროიტ პისტონსმა", რომელმაც ლოს ანჯელესში "კლიპერსი" 109:104 დაამარცხა.

მეშვიდე შეხვედრაა, პარკეტზე "პისტონსის" ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია არ გამოჩენილა, რომელმაც 31 დეკემბერს "ორლანდოსთან" ფეხის ტრავმა მიიღო და დაბრუნებას ჯერჯერობით ვერ ახერხებს.

მატჩი ბლეიკ გრიფინის ბენეფისად შეიძლება შეფასდეს - ამერიკელმა პარკეეტზე გატარებულ 40 წუთში თავი 44 ქულას, 5 პასს და 8 მოხსნას მოუყარა თავი.

მასპინძელთაგან საუკეთესო კი იტალიელი დალინო გალინარი იყო, მან 37 წუთში 23 ქულა, 2 პასი და 6 მოხსნა დააგროვა.

41 მატჩის შემდეგ "პისტონსი"
18 გამარჯვებითა და 23 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 პოზიციას იკავებს და 15 იანვარს, ჩვენი დროით 06:00 სათზე "იუტას" დაუპირისპირდება.

altზაზა და ლებრონი ერთად? - ფაჩულია შეიძლება ბარტერის წესით "ლეიკერსში" გადავიდეს

alt"დეტროიტის" ვებგვერდი: ...ამის გამო ზაზა ფაჩულია ძალიან დაგვაკლდა

მკითხველის კომენტარები / 1 /
ზაზასთან დარეკვა, დაკავშირება ვერ ხერხდება, მიმალვაშია?! ჟურნალისტებმა ჰკითხეთ რა ხდება, რაშია საქმე?! ვერ გავიგე ვერაფერი ეს რაღაა?!
aburjga
14:27 13-01-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული