მორიგი მარცხი განიცადა ესპანეთის ჩემპიონატზე ბექა ბურჯანაძის "გიპუსკოამ" - მე-16 ტურში სახლში 85:91 დამარცხდა "მანრესასთან".
ბურჯანაძემ კი ისევ ორმაგი დუბლი მიითვალა: 30:58 წუთში 12 ქულა ჩააგდო (4-დან 1 ორქულიანი, 9-დან 3 სამქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო), 10-ჯერ მოხსნა ბურთი და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
"გიპუსკოა" 3 მოგებით უკანასკნელ, მე-18 ადგილზეა.