"გიპუსკოა" ისევ დამარცხდა, ბურჯანაძემ ისევ ორმაგი დუბლი მიითვალა

AutoSharing Option
მორიგი მარცხი განიცადა ესპანეთის ჩემპიონატზე ბექა ბურჯანაძის "გიპუსკოამ" - მე-16 ტურში სახლში 85:91 დამარცხდა "მანრესასთან".

ბურჯანაძემ კი ისევ ორმაგი დუბლი მიითვალა: 30:58 წუთში 12 ქულა ჩააგდო (4-დან 1 ორქულიანი, 9-დან 3 სამქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო), 10-ჯერ მოხსნა ბურთი და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

"გიპუსკოა" 3 მოგებით უკანასკნელ, მე-18 ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული