გოგა ბითაძე - "რეალის" დამარცხებაზე: დიდებულ მატჩში ჩემპიონი დავამარცხეთ

AutoSharing Option
ევროლიგაზე "რეალის" დამარცხების (73:60) შემდეგ კომენტარი "ბუდუჩნოსტის" ქართველმა ლეგიონერმა გოგა ბითაძემ გააკეთა.

"დიდებული მატჩში ჩემპიონები დავამარცხეთ. საოცარი გრძნობაა, როდესაც შინაურ კედლებში ასეთი ქომაგობისას მნიშვნელოვან თამაშს იგებ. მადლობა გულშემატკივრებს, რომლებმაც მხარი დაგვიჭირეს. 100% გავიღეთ და გავიმარჯვეთ. მოტივაციამ და ყურადღებით თამაშმა მიზნამდე მიგვიყვანა", - დაწერა ბითაძემ ფეისბუქზე.

გოგამ ამ შეხვედრაში 13 ქულა, 10 მოხსნა და 3 დაფარება მიითვალა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
გოგამ თავიდან სამჯერ შეუტია და სამივეჯერ დაბლოკეს,მაგრამ მალევე აუღო ალღო და იქით ბლოკავდა უკვე.რეალმა ალბათ არ დააფასა მეტოქე სათანადოდ,მაგრამ გოგამ და თანაგუნდელებმაც შესანიშნავად ითამაშეს და მეტოქეს თამაშის შემობრუნების შესაძლებლობა აღარ მისცეს.
სოსო
11:06 19-01-2019
0

სიახლეები პოპულარული