ტრავმის შემდეგ შედეგიანად დაუბრინდა მოედანს ვილი ისიანი, რომელსაც “დეტროიტ ტიტანსის” შემადგენლობაში ამერიკის სტუდენტურ ლიგაში დებიუტი 5 იანვარს ჰქონდა და სწორედ იმ მატჩში მიღებული ტრავმის გამო მომდევნო 2 შეხვედრა გამოტოვა. შეგახსენებთ, რომ სადებიუტო მატჩში ვილიმ 11 წუთში 9 ქულა ჩააგდო.
გასულ მატჩში კი ისიანი მოედანს დაუბრუნდა და 15 წუთში 12 ქულა მიითვალა. აღსანიშნავია, რომ ისევე როგორც სადებიუტო შეხვედრაში, ვილიმ ამჯერადაც მხოლოდ სამქულიანებით შეაგროვა მონაგარი. “დეტროიტმა” “ოკლენდ გრიზლისს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 73:79 დამარცხდა. ქართველი ფორვარდი სათადარიგო იყო და მოედანზე 15
წუთით გამოჩნდა. ამ დროში ვილიმ 9-დან 4 სამქულიანი ჩააგდო და 12 ქულას 2 მოხსნაც მიამატა. მატჩისშემდგომ ინტერვიუში დეტროიტელთა მწვრთნელმა ქართველი ლეგიონერის კარგი თამაში გამოარჩია.
ისიანის გუნდს 10-გუნდიან “ჰორაიზონის” კონფერენციაში 5 მოგების წილ 2 მარცხი აქვს და 2-3 ადგილებს “ოკლენდთან” იყოფს. მომდევნო მატჩს დეტროიტელები ჩიკაგოში, ილინოისის საუნივერსიტეტო გუნდ “ფლეიმსთან”, 25 იანვარს გამართავს.
გასულ მატჩში კი ისიანი მოედანს დაუბრუნდა და 15 წუთში 12 ქულა მიითვალა. აღსანიშნავია, რომ ისევე როგორც სადებიუტო შეხვედრაში, ვილიმ ამჯერადაც მხოლოდ სამქულიანებით შეაგროვა მონაგარი. “დეტროიტმა” “ოკლენდ გრიზლისს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 73:79 დამარცხდა. ქართველი ფორვარდი სათადარიგო იყო და მოედანზე 15
ისიანის გუნდს 10-გუნდიან “ჰორაიზონის” კონფერენციაში 5 მოგების წილ 2 მარცხი აქვს და 2-3 ადგილებს “ოკლენდთან” იყოფს. მომდევნო მატჩს დეტროიტელები ჩიკაგოში, ილინოისის საუნივერსიტეტო გუნდ “ფლეიმსთან”, 25 იანვარს გამართავს.
მომზდებულია GBF.GE-ს მიხედვით