ზაზა ფაჩულიამ 23:41 წუთში "ვაშინგტონს" 4 ქულა ჩაუგდო - "დეტროიტი" ისევ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ასოციაციის მორიგ ტურში ზაზა ფაჩულიას "დეტროიტ პისტონსი" "ვაშინგტონ ვიზარდსთან" 87:101 დამარცხდა.

მთელი მატჩი ვაშინგტონელთა უპირატესობით მიმდინარეობდა დ მათი ლოგიკური გამარჯვებით დასრულდა.

დრამონდის არყოფნაში ფაჩულიამ მატჩი სასტარტოში დაიწყო და 23:41 წუთში 4 ქულა, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

ზაზას თანაგუნდელმა ბლეიქ გრიფინმა 29 ქულა ჩააგდო და 9-ჯერ მოხსნა ბურთი.

გამარჯებული გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო 20 ქულით და 12 მოხსნით ტრევორ არიზა იყო.

"დეტროიტ პისტონსი" 20 მოგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზეა და 29 იანვარს ნიუ-ორლეანში "პელიკანსს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან სუსტად თამაშობს! 10 ქულაზე ნაკლებს არ უნდა აგროვებდეს ამხელა კალათბურთელი.
aburjga
14:04 22-01-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული