"დეტროიტმა" მოიგო, ზაზა ფაჩულიას კი ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა [VIDEO]

AutoSharing Option
24 იანვარს ზაზა ფაჩულიას "დეტროიტი" "ნიუ ორლეანს" ესტუმრა და ანგარიშით 98:94 დაამარცხა.

ანდრე დრამონდის არყოფნაში სასტარტო ხუთეულის მთავარი ცენტრი ქართველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც საერთო ჯამში პარკეტზე 31:12 წუთი დაჰყო და ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა.

ზაზამ ამ ხნის განმავლობაში 8 ქულა, 10 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკი მოაგროვა, ბურთი კი ორჯერ დაკარგა. ფაჩულიამ 6-დან 3 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო და დაცვაში საკმაოდ ენერგიულად მოქმედებდა.


შეხვედრის გმირი
ბლეიკ გრიფინი გახდა, რომელმაც 37 ქულას 9 მოხსნა და 7 პასი მიუმატა.

ამ მატჩის შემდეგ "დეტროიტს" აღმოსავლეთ კონფერენციაში 21 მოგება აქვს და მე-9 ადგილს იკავებს.


ზაზა ფაჩულიას გუნდი მომდევნო მატჩს 26 იანვარს, ჩვენი დროით 05:30-ზე "დალასთან" გამართავს.

altზაზა ფაჩულიას მიწვევით, დეტროიტი-ვაშინგტონის მატჩს ავღანეთში დაჭრილი უფროსი ლეიტენანტი დაესწრო

altზაზა ფაჩულიამ 23:41 წუთში "ვაშინგტონს" 4 ქულა ჩაუგდო - "დეტროიტი" ისევ დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული