დუდა სანაძის 24 ქულა პოლონეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერთან

AutoSharing Option
დუდა სანაძის მსაუკეთესო მატჩი პოლონეთში

საქართველოს ნაკრების მსროლელმა “რადომში” გადასვლის შემდეგ მესამე მატჩი გამართა და საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. პოლონური ლიგის მოწინავე სამეულში მყოფ “გდინიასთან” გასვლით მატჩში სანაძემ 24 ქულა ჩააგდო და თავის გუნდში საუკეთესოც იყო, თუმცა მხოლოდ მისი გარჯა გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. “გდინიამ” შეხვედრა 100:73 მოიგო.

სანაძე სასტარტო ხუთეულში გახლდათ და მოედანზე 31 წუთი გაატარა. დუდამ 11-დან 7 ორქულიანი, 5-დან 2 სამიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. 24 ქულასთან ერთად ქართველმა ლეგიონერმა 6 მოხსნა და 3 ჩაჭრა მიითვალა. დუდა
24 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა, თუმცა თანაგუნდელებმა სათანადოდ მხარი ვერ აუბეს და “რადომი” ქართველი ლეგიონერის შემატების შემდეგ ზედიზედ მესამედ დამარცხდა.

17 ტურის შემდეგ “რადომს” 5 გამარჯვება აქვს და 16-გუნდიან უმაღლეს ლიგაში მე-12 ადგილზეა. შემდეგ მატჩს სანაძის გუნდი 2 თებერვალს, შინ შჟეჩინის “კინგთან” გამართავს.

სანაძეს პოლონეთის ლიგაში გამართულ 3 მატჩში 65 ქულა აქვს ჩაგდებული.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული