რაც პოლონეთში გადავიდა, დუდა სანაძე შედეგიანად კი თამაშობს, თუმცა მოედანი მოგებულს ჯერ არ დაუტოვებია. გასულ მატჩში კი პოლონური "რადომის" მსროლელმა მხოლოდ 8 ქულა ჩააგდო, როცა გასულ 3 მატჩში ის საშუალოდ 22 ქულას აგროვებდა. პოლონეთის მე-18 ტურში სანაძის "ჰიდროტრეკ რადომმა" სშეჩინის "კინგსს" უმასპინძლა და 61:79 დამარცხდა.
ქართველმა კალათბურთელმა კვლავ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 24:41 წუთი გაატარა, თუმცა, წინა მატჩების მსგავსად შედეგიანი არ ყოფილა. დუდას მონაგარი 8 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი
და 1 ჩაჭრა იყო. ქართველმა ლეგიონერმა 7-დან 1 ორქულიანი და 6-ვე საჯარიმო ჩააგდო, 6 სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
"რადომს" 5 მოგება და 13 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 9 თებერვალს, სტუმრად, ერთ-ერთ აუტსაიდერ "ტრეფლ სოპოტთან" გამართავს.
"დეტროიტმა" პირველი მეოთხედი 18 ქულით მოიგო, მაგრამ მაინც დამარცხდა - ზაზას 25 წუთი [VIDEO]
მომზადებულია GBF.GE-ის მიხედვით.