პირველი მეოთხედი ბურჯანაძის გუნდმა მოიგო (21:18), თუმცა მეორიდან მეტოქეს ვერაფერი დააკლო და 73:96 დამარცხდა.
ბექა ბურჯანაძემ 20 წუთში 12 ქულა და 6 მოხსნა მოაგროვა. ქართველმა ფორვარდმა 4 ორქულიანი, 5 სამიანი და 3 საჯარიმო სტყორცნა, საიდანაც 2-2 ჩააგდო. 12 ქულა “გიპუსკოასთვის” სნაიპერობისთვის საკმარისი აღმოჩნდა, მატჩის ბომბარდირი კი ბურგოსელი სატონი გახდა – 19 ქულა.
შემდეგ ტურში, 10
თებერვალს “გიპუსკოა” სტუმრად “გრან კანარიას” შეხვდება.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით