დუდა სანაძის 3 ქულა და ბრძოლაში წაგებული მატჩი

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრ დუდა სანაძეს პოლონურ კლუბში მოგება ჯერ არ მოუპოვებია. მისი კლუბი “რადომი” მორიგ ტურში “სოპოტს” შეხვდა და დაძაბულ ბრძლაში – 93:97 წააგო. რაც პოლონეთში გადავიდა, სანაძისთვის ეს მისი გუნდის მე-5 მატჩი წარუმატებელი მატჩი გახლდათ. 5 მოგებით და 14 მარცხით რადომელები 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-12 ადგილზე არიან.

“სოპოტთან” მატჩში ქართველი ლეგიონერი სასტარტო ხუთეულში იყო და 25 წუთში 3 ქულა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. დუდამ 3-დან 1 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი
2-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

“რადომი” მორიგ მატჩს ფიბა-ს სანაკრებო ფანჯრის შემდეგ, 3 მარტს გამართავს. სანაძის გუნდის მეტოქე მე-2 ადგილზე მყოფი “ტორუნი” იქნება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
რა ჭირს ?? :(
Rumba
11:54 11-02-2019
0

სიახლეები პოპულარული