ბექა ბურჯანაძემ 17 ქულა ჩააგდო - "გიპუსკოამ" როგორც იქნა გაიმარჯვა

AutoSharing Option
10 თებერვალს, ლიგა ენდესას მე-20 ტურში ბექა ბურჯანაძის "გიპუსკოამ" გასვლაზე 90:85 დაამარცხა "გრან კანარია".

აღსანიშნავია, რომ სტუმრებმა პირველი ტაიმი 16 ქულით წააგეს.

ბურჯანაძემ 30:53 წუთში 17 ქულა (5-დან 3 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი, 5-დან 5 საჯარიმო), 5 მოხსნა, 1 პასი მიითვალა და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 17 იყო.

მასზე მეტი ქულა მისმა თანაგუნდელებმა გიაგოტა სეკულიჩმა (20), გარეთ ნეველზმა (18) და მასპინძელთა გუნდის წევრებმა ხავი რაბასედამ (20) და დი სრტავბერიმ (18) ჩააგდეს.

"გიპუსკოა" 4 მოგებით ისევ უკანასკნელ, მე-18 ადგილზეა და 3
მარტს "ვალენსიას" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული