საქართველოს ნაკრების წევრმა თედ მაკფადენმა "ტენერიფე" დატოვა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა წევრმა თედ მაკფადენმა, რომელიც "ტენერიფე იბეროსტარის" ღირსებას იცავდა, ესპანური კლუბი დატოვა. მიზეზი და ის, თუ სად გააგრძელებს მაკფადენი კარიერას, უცნობია.

მაკფადენმა ესპანეთის ჩემპიონატში 15 მატჩი ჩაატარა და ტენერიფელთა ერთ-ერთი ლიდერი იყო. მისი საშუალო მონაგარი კი 12.4 ქულა, 1.5 მოხსნა და 2.3 პასი იყო. ამასთან, ის კვირის საუკეთესო მოთამაშედ 2-ჯერ დასახელდა.

თედმა ტენერიფელთა მაისურით ჩემპიონთა ლიგაში 11 შეხვედრა ჩაატარა, სადაც საშუალოდ 9.5 ქულას, 2.3 მოხსნასა და 3.1 პასს იხვეჭდა.

altთედ მაკფადენის "ტენერიფემ" პაოკ-ი დაამარცხა - საქართველოს

ნაკრების წევრი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფშია

მომზადებულია Gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული