"დეტროიტი" "ბოსტონთან" დამარცხდა - ზაზა ფაჩულიას მცირე დრო და 4 ქულა [VIDEO]

AutoSharing Option
NBA-ს მორიგ ტურში "დეტროიტ პისტონსი" "ბოსტონ სელტიკსს" ესტუმრა და 118:110 დამარცხდა.

სტუმართა ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია, ტრადიციულად, სათადარიგო შემადგენლობიდან ჩაერთო თამაშში და პარკეტზე გატარებულ 5:33 წუთში 4 ქულა და 2 მოხსნა მოაგროვა.


მიუხედავად მარცხისა, ყველაზე შედეგიანები "დეტროიტის" ლიდერები - ბლეიკ გრიფინი და ანდრე დრამონდი იყვნენ.

ბლეიკმა 36:48 წუთში 32 ქულა, 5 პასი და 8 მოხსნა მიითვალა, დრ
ამონდის ანგარიშზე კი 21 ქულა და 17 მოხსნაა.


ამ მარცხის შემდეგ "პისტონსს" 26 მოგება და 30 წაგება აქვს. ანალოგიური ბალანსი აქვს "მაიამისაც", რომელმაც "დალასს" სძლია (112:101) და ეს გუნდები მერვე-მეცხრე ადგილებს ინაწილებენ.

ზაზა ფაჩულიას გუნდი შემდეგ შეხვედრას 23 თებერვალს, ჩვენი დროით 04:30 საათზე "ატლანტასთან" გამართავს.

 

alt"დეტროიტმა" ზედიზედ მეოთხე მოიგო და საპლეიოფო ზონაშია - ფაჩულიას 4 ქულა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული