ქართველი ცენტრი სათადარიგო შემადგენლობაში იყო, თუმცა წინა შეხვედრებისგან განსხვავებით პარკეტზე მეტი დრო გაატარა.
მან პარკეტზე გატარებულ 14:35 წუთში 4 ქულა, 1 პასი და 5 მოხსნა მოაგროვა.
ყველაზე შედეგიანი დეტროიტელი იშ სმიტი იყო, რომელმაც ანგარიშზე 22 ქულა, 9 პასი და 2 მოხსნა ჩაიწერა. ჯოშ რიჩარდსონის ანგარიშზე 22 ქულაა, ბლეიქ გრიფინმა 20 ქულა ჩააგდო. ანდრე დრამონდმა კი ორმაგი დუბლი მიითვალა (13 ქულა, 15 მოხსნა).
"პისტონსს" 28 მოგება და 30 მარცხი აქვს, აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას სახლში "ინდიანასთან" 26 თებერვალს, ჩვენი დროით 04:00 საათზე გამართავს.
ზაზა ფაჩულიას "დეტროიტმა" "ატლანტა" დაამარცხა და საპლეიოფო ზონაშია [VIDEO]