სანაძე სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 34:54 წუთში თამაშიდან 13-დან მხოლოდ 2 სროლა გამოიყენა. დუდამ 7-დან 1 ორქულიანი, 6-დან 1 სამქულიანი და 9-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, აქტივში კი 2 მოხსნა და 1 ჩაჭრაც ჰქონდა.
ბოლო წამებზე ქართველმა ლეგიონერმა 3 საჯარიმო ტყორცნის უფლება მიიღო და ყველა რომ გამოეყენებინა, მატჩი სავარაუდოდ მე-2 ოვერტაიმში გადადიოდა.
5 მოგებითა და 15 მარცხით “რადომი” 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-13 ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში, 10 მარტს, სანაძის გუნდი სტუმრად “სტარგრადს” შეხვდება.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით