მასპინძელთა ქართველი ცენტრი სათადარიგო იყო და მოედანზე გატარებულ 10 წუთში აქტივში მხოლოდ 4 მოხსნა ჩაიწერა.
ყველაზე შედეგიანი "ტორონტოს" მოთამაშე კაილი ლოური იყო, რომელმაც 35 ქულა, 5 პასი და 7 მოხსნა მიითვალა. დეტროიტელთაგან კი ბლეიკ გრიფინი გამოირჩა, რომლის ანგარიშზეც 25 ქულა, 1 პასი და 7 მოხსნაა.
ორმაგი დუბლით გამოირჩა ანდრე დრამონდი - 15 ქულა, 1 პასი, 17 მოხსნა.
ძირითადი დრო 100:100 დასრულდა, ოვერტაიმში კი "პისტონსმა" 12:7 გაიმარჯვა და ერთ-ერთი ლიდერის ძლევით აქტივში მორიგი მოგება ჩაიწერა.
"დეტროიტი" 31 მოგებითა და ამდენივე მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე პოზიციას იკავებს.
ზაზა ფაჩულიას გუნდი შემდეგ შეხვედრას "მინესოტასთან" 7 მარტს, ჩვენი დროით 04:00 საათზე გამართავს.
ბექა ბურჯანაძის "დელტეკო" "ვალენსიასთან" ბოლო წამებზე დამარცხდა - ქართველის 6 ქულა და 9 მოხსნა
შერმადინის "უნიკახა" შენგელიას და ჯენინგის "ბასკონიასთან" დამარცხდა