"დეტროიტმა" გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი დაამარცხა - ფაჩულია 4 მოხსნით გამოირჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
3 მარტს, NBA-ს მორიგ ტურში ზაზა ფაჩულიას "დეტროიტ პისტონსმა" აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი ლიდერი "ტორონტო" მიიღო და ოვერტაიმში 112:107 დაამარცხა.

მასპინძელთა ქართველი ცენტრი სათადარიგო იყო და მოედანზე გატარებულ 10 წუთში აქტივში მხოლოდ 4 მოხსნა ჩაიწერა.

ყველაზე შედეგიანი "ტორონტოს" მოთამაშე კაილი ლოური იყო, რომელმაც 35 ქულა, 5 პასი და 7 მოხსნა მიითვალა. დეტროიტელთაგან კი ბლეიკ გრიფინი გამოირჩა, რომლის ანგარიშზეც 25 ქულა, 1 პასი და 7 მოხსნაა.

ორმაგი დუბლით გამოირჩა ანდრე დრამონდი  - 15 ქულა, 1 პასი, 17 მოხსნა.

ძირითადი დრო 100:100 დასრულდა,
ოვერტაიმში კი "პისტონსმა" 12:7 გაიმარჯვა და ერთ-ერთი ლიდერის ძლევით აქტივში მორიგი მოგება ჩაიწერა.

"დეტროიტი" 31 მოგებითა და ამდენივე მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე პოზიციას იკავებს.

ზაზა ფაჩულიას გუნდი შემდეგ შეხვედრას "მინესოტასთან" 7 მარტს, ჩვენი დროით 04:00 საათზე გამართავს.

altბექა ბურჯანაძის "დელტეკო" "ვალენსიასთან" ბოლო წამებზე დამარცხდა - ქართველის 6 ქულა და 9 მოხსნა

altშერმადინის "უნიკახა" შენგელიას და ჯენინგის "ბასკონიასთან" დამარცხდა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული