გიორგი ბეჟანიშვილის 15 ქულა და 8 მოხსნა “ინდიანას” დასამარცხებლად საკმარისი არ აღმოჩნდა

AutoSharing Option
ამერიკის სტუდენტური ლიგის ერთ-ერთ წამყვან – Big Ten-ის კონფერენციაში მოთამაშე გიორგი ბეჟანიშვილმა მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა. სამწუხაროდ, მისი გუნდი – “ილინოის ფაითინ ილინი” “ინდიანასთან” 74:92 დამარცხდა, თუმცა ქართველი ფორვარდი ილინოისელთაგან საუკეთესო იყო.

ბეჟანიშვილმა მოედანზე 26 წუთი გაატარა და 15 ქულა, 8 მოხსნა (3 შეტევაში) და 2 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 11-დან 6 ორქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.

ილინოისელებს 7 მოგება და 12 მარცხი მოუგროვდათ და სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზე იმყოფებიან,
მომდევნო შეხვედრას კი 10 მარტს “პენ სთეითთან” ჩაატარებენ.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 2 /
უფრო მეტი შრომა დილიდან საღამომდე პარკეტზე თუ საჭიროა პირადი მწვრთნელთან რამდენიმე კვირა მაინც რომ სწორი მიმართულება მოგცეს და მინუსები აღმოფხვრა საბოლოო ჯამში კარგი კონტრაქტი სახელი დაფასება და ქვეყნის და ოჯახის წარმოჩენა და დაფასება პროფესიონალიზმი არავითარი თავში ავარდნა მიბაძეთ დირკ ნოვიცკის კაცი დაბერდა უთვალავი სამქულიანი ექნება ნასროლი მაგრამ ვარჯიშის მერე რჩება და კიდე ერთი საათი მარტო სამიანების სროლაზე ვარჯიშობს 40 წლის კაცი.
კახა
01:48 09-03-2019
0
კახას სრულიად ვეთნხმები შრომის გარეშე შედეგი არ მიიღება, არადა თქვენ წარმოიდგინეთ შრომის ნაყოფს რომ მოიმკით რა მაგარია ჯერ თქვენთვის მერე თქვენი მშობლებისთიის თქვენით რომ იამაყებენ და მერე თქვენი სამშობლოსთვის ამდენ ადამიანს რომ უყვარხარ და გგულშემატკივრობს, გათენება რომ უხარია თქვენზე კარგი ამბის გაგებაში. აქვე დავამატებ რომ იმ სტატისტიკიდან რაც წერია ძალიან ბევრი გაქვს შვილო საშრომი ძალიან ბევრი.
babu
10:15 09-03-2019
0

სიახლეები პოპულარული