ესპანეთის EBA ლიგაში 20 წლის ლუკა ბულაშვილმა ორმაგი დუბლი შეასრულა და გუნდს მოაგებინა

AutoSharing Option
ლუკა ბულაშვილმა სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ესპანეთის რანგით მე-4 - EBA ლიგაში მოთამაშე 20 წლის ქართველმა ორმაგი დუბლი შეასრულა და თავის გუნდ "კულერედოს" "პორინო" 70:57 დაამარცხებინა.

ბულაშვილი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 34 წუთში 14 ქულა, მისთვის სარეკორდო 13 მოხსნა (4 შეტევაში) და 3 პასი მიითვალა.

ლუკამ 8-დან 3 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 10-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 2-ჯერ დაუფარეს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 8-ჯერ დაირღვა.

"კულერედო" 14 მოგებითა და 7
მარცხით მეორე-მეოთხე ადგილებს ინაწილებს და ლიდერ "პონფერადას" მხოლოდ 1 გამარჯვებით ჩამორჩება. ბულაშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 16 მარტს, სტუმრად, "ოვიედოსთან" ჩაატარებს.

A-A ჯგუფში რატი ანდრონიკაშვილის "მირაფლორეს ბურგოსი" ბურგოსისვე უნივერსიტეტს ესტუმრა და დერბი 77:95 წააგო. ქართველმა ლეგიონერმა მოედანზე 11 წუთი გაატარა და 4 ქულას 1 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება წაამატა.

რატიმ 4 საჯარიმო ჩააგდო, 2 ორქულიანი ააცილა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ. ჩვენებურის გუნდი 11 მოგებითა და 9 წაგებით მეშვიდეა, 16 მარტს კი, "ლა ფეჩასთან" საშინაო შერკინება ელის.

altგიორგი ბეჟანიშვილის 16 ქულა "ილინოისს" არ ეყო და "პენ სტეიტთან" დამარცხდა

მომზადებულია Gbf.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული