"უნიკახამ" ისევ წააგო - შერმადინის 10 ქულა

AutoSharing Option
გიორგი შერმადინის "უნიკახამ" მორიგი მატჩი წააგო. ესპანეთის ჩემპიონატის 23-ე ტურში მალაგელები სტუმრად შეხვდნენ "გრან კანარიას", რომელთანაც 76:85 წააგეს.

შერმადინი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა პარკეტზე 18:41 წუთი მაინც გაატარა. ხსენებულ დროში ქართველმა ცენტრმა 10 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა. გიორგიმ 7-დან 4 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. შერმადინის მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 10 შეადგინა.

"უნიკახას" 23 ტურის თავზე 14 მოგება და 9 წაგება აქვს და მე-6 საფეხურზე იმყოფება. მომდევნო ტურში კი 24 მარტს, "ობრადოიროს" უმასპინძლებს.

ქულა" />ბექა ბურჯანაძემ "ბრეოგანს" 30 ქულა ჩაუგდო!

მომზადებულია Gbf.ge-ის მიხედვით.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული